ვალერი ჩეხერია - პრემიერ-მინისტრისგან  მივიღეთ ის მხარდაჭერა და დაპირება, რომელიც ძალიან გვჭირდება

როგორც ყოველთვის პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ის მხარდაჭერა და დაპირება, რომელიც ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები შევინარჩუნოთ, ასევე მივიღეთ გარკვეული დაპირებები საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩეხერიამ აღნიშნა, ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და შეინარჩუნონ თანამშრომლები.

„შეხვედრა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხებოდა. ჩვენ, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პრობლემა ძალიან შეგვეხო, პირველივე დღიდან იყო სასტუმროს ნომრების გაუქმება და მოგვიწია გარკვეული ოთახები დაგვეხურა. შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, როგორც ყოველთვის პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ის მხარდაჭერა და დაპირება, რომელიც ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები შევინარჩუნოთ. ასევე მივიღეთ გარკვეული დაპირებები საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, იმ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც წელს გვაქვს შესასრულებელი, არ იქნება ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მალე შევამსუბუქებთ ამას და ძალიან მალე ეკონომიკურ წინსვლას ვნახავთ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო რეკომენდაცია, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამშრომლებს და ძალიან კარგად გვესმის სახელმწიფოს ზრუნვა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს