სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის პროცესს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპლატიტეტის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოს ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. გზის მშენებლობა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 625 000 ლარია.

„სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობა გასულ წელს დავიწყეთ და მოსახლეობის მოთხოვნით ბეტონის დაგების სამუშაოებს წელსაც აქტიურად ვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარს ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი აქვს, ამიტომ მოსახლეობა ამ გზით კომფორტულად დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა