მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაზღუდად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს ადმინისტრაციის შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.

ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიზანია, აღნიშნული ცვლილებით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტის შეზღუდვა.

ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე (www.gov.ge) განთავსებული შესაბამისი ველის საშუალებით ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 990 900“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა