წყალტუბოში, სოფელ თერნალის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით ხვალიდან ისარგებლებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალტუბოს მუნიციაპლიტეტის სოფელ თერნალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, შეიცვალა მოძველებული მილები, მოეწყო სრულიად ახალი წყლის სისტემა და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ასევე, დასრულდა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

მათივე ინფორმაციით, სოფელში არსებული ამორტიზებული სისტემის გამო, ხშირი იყო დაზიანებები და წყლის დანაკარგები.

„სამუშაოების შედეგად, პრობლემები სრულად აღმოიფხვრა. ხვალიდან, ადგილობრივი მოსახლეობა გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა