მარინა ეზუგბაია - პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, ინფიცირების ახალ წყაროს არ წარმოადგენს და იტალიასთან კონტაქტში მყოფი პირია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 7 პირის ანალიზის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან.

ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, პაციენტი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, ინფიცირების ახალ წყაროს არ წარმოადგენს და ის იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირია.

„გუშინ 21 პირის ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი ორი ეტაპიდან ჩატარებული ტესტირებით მხოლოდ ერთთან იყო დადებითი და 13 უარყოფითი პასუხი გვქონდა, ახლა ველით გვიან ღამით ჩატარებული ტესტირებების პასუხს, 7 პასუხს, რომელიც მესამე ეტაპად ჩატარდა.

როგორც იცით, გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჩვენთან 21-დან 22-მდე გაიზარდა, ე.ი. ქვეყანაში - 25-ია. ეს პაციენტიც არ არის ახალი წყარო, არის არსებული წყაროებიდან. როგორც ჩვენ ვიცით, გვაქვს იტალიის 2 წყარო და ერთ-ერთი იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირია. ეს სამედიცინო ჯგუფია, ჯანდაცვის ჯგუფი და იქ არსებული კონტაქტია. შემოტანილი შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირველი პირების დაინფიცირებას ჰქვია პირველი გენერაცია. ჩვენ ჯერ არ გავცილებულვართ ამ პირველ გენერაციას და ეს არის კარგი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მარინა ეზუგბაია ასევე აღნიშნავს, ყველა კონტაქტი აბსოლუტურად შესწავლილია.

„მე მინდა გიპასუხოთ, რომ აბსოლუტურად შესწავლილია ყველა იმ პაციენტთან დაკავშირებული კონტაქტი, რომელთაც ვირუსი იტალიიდან შემოიტანეს. ამას მეთვალყურეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: ბოლო ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა