ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო გემიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ

ქართველ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიკატების ვადა იწურება და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოსვლას, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ არაუმეტეს 3 თვის ვადით გემთმფლობელის, ან საკრუინგო კომპანიის მომართვის საფუძველზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, აღნიშნული წესი ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული საქმიანობა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე განაგრძონ.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული წესები მოქმედებს საქართველოს პორტებში. ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალია. დღეს ამ ჩამონათვალს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ავსტრია,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟისა და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი.

“ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვითვალისწინებით. გადაწყვეტილებას მხოლოდ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ვიღებთ და ამით მაქსიმალურად ვამცირებთ საზღვაო ტრანსპორტიდან კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობას. ჩვენ საქართველოს ნავსადგურებში ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ,“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს