რუსთავში მოხალისეთა მობილური ჯგუფი იქმნება

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინივატივით, ქალაქში მოხალისეთა მობილური ჯგუფი იქმნება. მობილური ჯგუფი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებისა და საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაეხმარება. ჯგუფის ჩამოყალიბების დეტალებზე იმსჯელეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი ესწრებოდა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის დავით ბეგაშვილის განცხადებით, მოხალისეთა მობილური ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა და რეჟიმი მკაცრად იქნება გაწერილი და რაც მთავარია, მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის განსაკუთრებით საგანგაშოდ და მითუმეტეს, საპანიკოდ საქმე, სახელმწიფო აკონტროლებს სიტუაციას, ასევე ჩვენს ქალაქშიც კეთილსაიმედო მდგომარეობაა, მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისას საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ, ეს იქნება პრევენციული ღონისძიებები თუ კონკრეტულად გასატარებელი სიტუაციური ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, განისაზღვრა მოხალისეთა მობილური ჯგუფის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა, ვინც სავარაუდო გართულების შემთხვევაში, იმედია, რომ ეს არ დაგვჭირდება, დაუდგება ჩვენს მოსახლეობას გვერდით“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე განისაზრვრა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკი. თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

ამასთანავე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოებს სისტემატურად აწარმოებს 5 კვალიფიცირებული სპეციალისტი დაემატება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა