რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა

რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა ქალაქში არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა.

“თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობის კლება გუშინ დაიწყო და პირველ ადამიანს მოეხსნა თვითიზოლაციის რეჟიმი, დღეს სამი მოიხსნება თვითიზოლაციიდან, თვითიზოლაციაში დარჩება 20-მდე ადამიანი, რომელთაც 16-17 მარტს გასდით ორკვირიანი ვადა, ისინიც კარგად არიან, თავს ჯანმრთელად გრძნობენ და მაქსიმალურად იცავენ თვითიზოლაციის წესებს. დარწმუნებული ვარ, მათაც მოეხსებათ ეს რეჟიმი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ის არის, რომ ჩვენ რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში მყოფი პირები არ დაგვამატებია და ეს იმედის მომცემია“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ამასთანავე, როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, რუსთავში, სასტუმრო „რუსთავში" საკარანტინე ზონა დღეიდან გაიხსნება. ამის თაობაზე ინფორმაცია სასტუმროს ადმინისტრაციაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურა ამისთვის უკვე მომზადებული აქვთ. შენობა უკვე დატოვეს იმ კომპანიებმა, რომელთაც საოფისე ფართი ქონდათ ნაქირავები.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს