გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ მოთავსებული პირებიდან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ოთხის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში გუშინ მოთავსებული პაცირებიდან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კიდევ 4 საეჭვო შემთხვევაზე ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები დღეს გაიგზავნება და პასუხები ხვალისთვის გახდება ცნობილი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორის საკარანტინო სივრცეში 49 პაციენტია მოთავსებული. მათგან 45 საქართველოს მოქალაქეა, 4 კი - სხვა ქვეყნის მოქალაქე.

ბარლიანის განცხადებით, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებები არ ფიქსირდება და შესაბამისად, განსაკუთრებული ჩარევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ყველა პაციენტს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს ან რისკჯგუფში მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პირებიდან საკარანტინო სივრცე 8 პაციენტმა დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა