რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნულ მარშრუტზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, მგზავრთა ნაკადი ძალიან შემცირდა, აქედან გამომდინარე, კომპანია ,,ინტერტრანსისგან“ ყოველდღიური გადასახადის 50 ლარამდე შემცირებას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს, კომპანიაში კი განუცხადეს, რომ თუკი არსებული ყოველდღიური გადასახადის - 70 ლარის გადახდას ვერ შეძლებდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ და ავტომობილები ბაზაზე გაეჩერებინათ.

ამ დროისთვის 30 მძღოლია გაფიცული.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, კომპანია ,,ინტერტრანსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფო ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნულ მარშრუტზე, მგზავრებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ, გაფიცულ მძღოლებთან კი მოლაპარაკების წარმოებისთვის ყოველთვის მზად არიან.

,, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მგზავრებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია. რაც შეეხება სპორტის სასახლის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე დასაქმებული მძღოლების მოთხოვნებს, მოგახსენებთ, რომ მგზავრთა სიმცირის გამო, ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, მძღოლებთან მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა სოფო ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს