ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკი" დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ დავალიანების გადახდის ორ ვერსიაზე ფიქრობს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება ლარის კურსზე გავლენას მოახდენს.

„რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ზეგავლენას მოახდენს გაცვლით კურსზე, იმიტომ, რომ კურსი როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებზე რეაგირებს. ამაზე გუშინაც იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში, რისთვისაც შესაბამისი ერთობლივი გადაწყვეტის გზები უნდა მოიძებნოს.

აქ რთულ გადაწყვეტილებებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ მიზეზები, რომლებიც არსებობს, მარტივია. უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმია. დასათვლელია და რეალურად უნდა შევაფასოთ მომდევნო თვეებში რამდენად იქნება ეს შემცირებული. ასევე, ის შემოდინებები, რომლებიც უცხოეთში დასაქმებული ქართველებისგან გვაქვს, მომავალი ორი- სამი თვის განმავლობაში როგორი ვითარება იქნება, ეს უნდა შეფასდეს. კარგია, რომ ნავთობის ფასი შემცირდა, ეს როგორც იმპორტიორმა ქვეყანამ დადებითად შეიძლება შევაფასოთ",-აღნიშნა ბუცხრიკიძემ საკითხის კომენტირებისას.

რაც შეეხება „თიბისი ბანკის" მიერ სესხების შენატანზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ აღნიშნული სამი თვის დავალიანების გადახდის საკითხს, ბუცხრიკიძის განმარტებით, ბანკი ორ ვერსიაზე ფიქრობს, დაგროვილი სამთვიანი გადასახადი გადანაწილდება მომდევნო პერიოდზე ან სესხის დასრულების ვადა სამი თვით გახანგრძლივდება.

ცნობისთვის, „თიბისი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა