ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციური სპექტრი ხელს ვაწერთ, ერთგვარად ფიცს ვდებთ, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდეგ საქართველო

ჩვენ გვაქვს სახელით სხვა და არსით საბჭოთა სისტემის ინერცია და აი ამ სისტემის დაშლის დოკუმენტს ვაწერთ ხელს, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უზენაესი სასამართლოს წინ სასამართლოს რეფორმის თაობაზე მემორანდუმის ხელმოწერისას განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, ეს არის ფაქტობრივად ფიცის დადება, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდეგ საქართველო.

„რაც თავი მახსოვს, 70 წლის განმავლობაში ყოველთვის ვუყურებდით ერთსა და იმავეს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიცია შეიკრიბებოდა და ტაქტიკურ საკითხებზე თანხმდებოდა ან ვერ თანხმდებოდა. ეს არის პირველი გამონაკლისი, რომ ჩვენ, აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, ხელს ვაწერთ, ერთგვარად ფიცს ვდებთ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდეგ საქართველო და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ თუ როგორ უნდა დავიწყოთ საბჭოთა მმართველობის სისტემის დაშლა, რადგან ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სახელით სხვა და არსით საბჭოთა სისტემის ინერცია და აი ამ სისტემის დაშლის დოკუმენტს ვაწერთ ხელს. იმ დოკუმენტს თუ როგორი უნდა იყოს ნორმალური, 21-ე საუკუნის შესატყვისი, დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოსაჩენი და შესაფერისი სასამართლო სისტემა. ამდენად „სამოქალაქო მოძრაობა“ დიდი სიამაყით და სიამოვნებით ვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა