ადვოკატი ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატის ლევან იოსელიანის განცხადებით, ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თამლიანის პატიმრობიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. როგორც ლევან იოსელიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ბესიკ თამლიანის პატიმრობა მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი შეიცვალოს.

„დღეს რამდენადაც ვიცი, პოლიციელების ფარებს მოიტანენ, რომელთაც გამოვიკვლევთ და აღნიშნულით მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდება. პროკურატურამ ბრადების მოწმეთა დაკითხვა დაასრულა, რაც იმის საფუძველს აჩენს, რომ პატიმრობა შეიცვალოს, რადგან ბრალდებული მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენს, რაც პირის პატიმრობაში ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია. სამართლებრივად სწორი არ არის ბესიკ თამლიანის პატიმრობაში ყოფნა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს შუამდგომლობა აუილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი წარდგენილი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა