„ჯივიპი“ თანამშრომლებს რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას უტარებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უსაფრთხოებისა და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით თანამშრომლებს რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ სამუშაო ადგილზე ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში გადამზადებული ექიმების მობილურ ჯგუფთან გაიარონ კონსულტაცია. ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარონ პირველადი სამედიცინო გამოკვლევები და ლაბორატორიული ანალიზები.

კომპანია აქტიურად აგრძელებს დაავადების კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველა ოფისისა და მომსახურების სივრცეების სადეზინფექციო დამუშავებას. ოფისებში დამონტაჟებულია ხელის სადეზინფექციო საშუალებები და ინტენსიურად მიმდინარეობს აღნიშნული სივრცეების სპეციალური ხსნარებით რეგულარული დამუშავება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კვლავ გააგრძელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებას და მიიღებს შესაბის ზომებს დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა