ხარაგაულში, მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს.

ქმრის გარდაცვალების გამო, იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული ქალის სოფლიდან გაყვანა ადგილობრივებმა მოითხოვეს. მათი თქმით, მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, საფრთხეს წარმოადგენდა.

ოჯახში დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალამცველები მივიდნენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, მოქალაქემ თვითიზოლაცია გაფრთხილების მიუხედავად მაინც დაარღვია, რის გამო კარანტინში გადაჰყავთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა