აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ხუთი მოქალაქე გადაიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი ადამიანი შეიყვანეს, მათ ვირუსისთვის საეჭვო ნიშნები აღენიშნებათ,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები ევროპის ქვეყნებიდან არიან ჩამოსული.

ზაალ მიქელაძის თქმით, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი ლაბორატორიული კვლევის პასუხი.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, აჭარაში 30- ზე მეტი მოქალაქე კარანტინში იმყოფება.

„ხუთი წუთის წინ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული, ვირუსისთვის საეჭვო ნიშნის მქონე ხუთი მოქალაქე მოვათავსეთ. თქვენ იცით, რომ ლუგარის ლაბორატორიის ფილიალი აჭარაშია და ამ ტესტების გაკეთება მოქალაქეებზე დაიწყო. რამდენიმე საათში პირველადი შედეგები გვექნება",- აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა