სერგო რატიანი განათლების სამინისტროს მიმართავს, ონლაინ გაკვეთილების ჩაწერა და სატელევიზიო სივრცეში განთავსება უზრუნველყოს

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს განათლების სამინისტროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მეორე არხისა და მასწავლებლის სახლის აქტიური ჩართულობით, უმოკლეს პერიოდში მოახდინოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო პროგრამის ონლაინ გაკვეთილების ჩაწერა და განთავსება სატელევიზიო სივრცეში.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე მოსწავლეებთან დისტანციური კომუნიკაცია პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა იქნება.

„აღნიშნული სივრცე ქვეყნის მასშტაბით სრულად ხელმისაწვდომია და ასევე, კომპეტენცია, რაც აღნიშნული აქტივობის განხორციელებისთვისაა საჭირო, ამ ეტაპზე მასწავლებელთა სახლის შესაბამისი საგნის ექსპერტებს გააჩნიათ, ვგულისხმობთ, რომ მათ ამ მიმართულებით, პედაგოგებისგან განსხვავებით, კონკრეტული ინსტრუქციებისა თუ ტრენინგკურსების გარეშე, ამ პრობლემის გამკლავება უნდა შეეძლოთ. მიგვაჩნია, რომ ამ ფორმით დისტანციური კომუნიკაცია მოსწავლეებთან ამ ეტაპზე პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა იქნება.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სოციალურ სივრცეში საჯარო სკოლის პედაგოგებმა თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში უკვე დაიწყეს დისტანციური კომუნიკაცია საკუთარ მოსწავლეებთან. არ შეიძლება, რომ არ აღინიშნოს ამ ადამიანების აქტიურობა და აუცილებელია, განსაკუთრებული მადლიერებით მათი ენთუზიაზმის შექება, რაც, ამასთანავე, სამინისტროსთვის არის დასტური ქვეყნის მასშტაბით მოქმედი პედაგოგების მზაობის. მიუხედავად მძიმე რეალობისა, ისინი მზად არიან მაქსიმალურად ჩაერთონ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო შეთავაზებულ აქტივობებში. ეს ფაქტი განსაკუთრებით აღსანიშნავია სამინისტროს მიერ გაცხადებული პოზიციის შემდეგ, რაც არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც სიტუაციის მოგვარებისთვის საჭირო გონივრული და ეფექტური გამოსავალი“, - აცხადებს რატიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა