ქუთაისის მერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნო

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში მივიდნენ და იმ ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნენ, სადაც 12 მარტიდან დაიწყო კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა, ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, იგივე ტესტებით და მეთოდებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ პროცესისთვის , გასულ კვირაში , ლაბორატორიის თანამშრომლები საგანგებოდ გადამზადდნენ ლუგარის ლაბორატორიაში. მსგავსი კვლევები დაიწყო ბათუმშიც.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 8 პაციენტი იქნა შემოწმებული შესაძლო კორონავირუსულ ინფექციაზე და რვავე პასუხი უარყოფითია.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ლაბორატორიული კვლევები კორონავირუსულ ინფექციაზე უკვე ქუთაისშიც დაიწყო. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად, ოპერატიულად და ნაკლები დანახარჯებით მოხდეს მოქალაქეთა გამოკვლევა და შემდეგ შესაბამისი ზომების მიღებაც. სასიხარულოა, რომ დღემდე ქუთაისში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის გამოვლენის არც ერთი ფაქტი. უარყოფითი იყო ამ ლაბორატორიაში ჩატარებული 8 კვლევის პასუხიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი კოორდინირებული და ეფექტური მუშაობით, COVID 19-ს გავუმკლავდებით“,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა