ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე - ეკონომიკური სტიმულირების გეგმა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის სტიმულირებას, რომ უკეთ მოემზადოს სეზონისთვის

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ეკონომიკური სტიმულირების გეგმა კერძო სექტორს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კერძო სექტორისთვის საკმაოდ შეღავათიანი პირობები, ეს გულისხმობს საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებას. ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს კერძო სექტორის სტიმულირებას, რომ უკეთ მოემზადოს სეზონისთვის და მარტივად იქნას დაძლეული ის პრობლემა, რაც ახალი კორონავირუსის ზეგავლენით შეიქმნა,“- აცხადებს კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, გასულ კვირაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა და დღეს უკვე კონკრეტული შედეგი დადგა.

„წინა კვირას სამთავრობო და კერძო უწყებებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც განხილული იყო ის პრობლემები, რაც ტურიზმის სფეროზე ზეგავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი შემომყვან ტურიზმზე. ეს ეხება როგორც სასტუმროებს, ასევე ტურისტულ კომპანიებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ. ამ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმებოდა კერძო სექტორის წახალისებისა და სტიმულირების კუთხით”,-აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად შეიმუშავა. გეგმის თანახმად, 4 ნომბრიდან 50 ნომბრამდე მცირე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. 2020 წელს დაგეგმილი დღგ-ს დასაბრუნებელი თანხა-600 მილიონი ლარი, გაორმაგდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ფიზიკური პირები კი აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში სესხის მომსახურეობის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა