გენერალური პროკურორის მოადგილეებმა თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორები წარუდგინეს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეებმა პროკურატურის თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორები წარუდგინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი მალხაზ გეწაძე, ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ზაზა მეტონიძე წარუდგინა.

ზაზა მეტონიძეს და მალხაზ გეწაძეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ბოლოს ზაზა მეტონიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი, ხოლო მალხაზ გეწაძე ძველი თბილისის რაიონული პროკურორი იყო.

თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურებს, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს პროკურატურას, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და უწყებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.

საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტულ საკითხებსა და პროკურატურის თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და მოქალაქეებთან კიდევ უფრო ეფექტიან და ღია კომუნიკაციის მნიშვნელობას.

განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია პროკურატურის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა