მოძრაობა „შეცვალე“ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალ კამპანიას ,,+1 მოხალისე” იწყებს

მოძრაობა „შეცვალე“ ახალი კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით ახალ კამპანიას ,,+1 მოხალისე” იწყებს. როგორც მოძრაობა „შეცვალე“ „ფეისბუქში“ წერს, ეს არის ჯგუფი, რომელშიც დაინტერესებული ადამიანები გაერთიანდებიან.

„ერთად დავძლიოთ პანდემია - კორონავირუსმა (COVID19) მსოფლიოს ძალიან ბევრი, ძლიერი ქვეყანა დააზარალა. სწორედ ამიტომ, მოძრაობა ,,შეცვალემ” გადაწყვიტა შეექმნა ეს ჯგუფი, რომელშიც თავს მოიყრიან ადამიანები, გაერთიანდებიან და ერთად დაამარცხებენ პანდემიას. ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ხელისუფლებას, მოსახლეობას და მოხალისეებად ჩავერთოთ ამ ბრძოლაში. დღეს ჩვენი ყველას ვალია ვებრძოლოთ ვირუსს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის მომავალსა და განვითარებას. დავეხმაროთ ერთმანეთს რითიც შეგვიძლია“, - წერს მოძრაობა „შეცვალე“ სოციალურ ქსელში.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფი გააერთიანებს ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რისკჯგუფებს და შეუძლიათ მოხალისეობრივად მონაწილეობა მიიღონ ბრძოლაში პანდემიის წინააღმდეგ. ჯგუფში კვალიფიციური პირები გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა