შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სადაც შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა მიიღეს მონაწილეობა.

„რწმუნებულმა რეგიონში პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საკონსულტაციო სხდომის წევრებმა რეგიონში განსახორციელებელი 16 პროექტი მოიწონეს. კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტში: გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის ს/ გზის გარე განათება; წედისი, ბნავისი, ოლოზის წყლის სისტემის მოწყობა; სოფელ ძევერის წყლის სისტემის მოწყობა, ქალაქ გორში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია,ქალაქ გორში, საფეხბურთო აკადემიის პროექტი, ქარელის მუნიციპალიტეტში: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის ქარელი-რუისი 3,4 კმ--იან მონაკვეთზე მეორადი გზის გასწვრივ რკინა-ბეტონის ღარებით სარწყავ-სანიაღვრე არხის პროექტი, აფნისის გზის პროექტი, აგარის ქუჩების რეაბილიტაცია. ხაშურის მუნიციპალიტეტში: ჩორჩანას შიდა გზების რეაბილიტაცია, ქვემო აძვისის გზის პროექტი, ქვიხშეთი-ტაშისკარის დამაკავშირებელი გზის პროექტი კასპის მუნციპალტეტში:

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეძმისხევის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, ყარაფილა-სარიბარი-ზარდიაანთკარის გზის რეაბილიტაცია, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი