თეონა ბაკურიძე - გაუგებარი, მოგონილი, მიზანმიმართული დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე  დირექტორმა სამსახურიდან გამათავისუფლა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 20:00-საათიანი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, არხის ახლად არჩეულმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძე სამსახურიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი 6 მარტს ნიუსრუმში მომხდარ კამათს უკავშირდება. გიორგი კოხრეიძის განცხადების მიხედვით, თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას.

დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას თავად, თეონა ბაკურიძე გამოეხმაურა. მან დისციპლინურ მოკვლევას , გაუგებარი და მოგონილი უწოდა.

"დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე (გაუგებარი, მოგონილი, მიზანმიმართული) დირექტორმა სამსახურიდან გამათავისუფლა ჯერ ეთერიდან მომხსნა, დღეს გამათავისუფლა",-წერს „ფეისბუქზე“თეონა ბაკურიძე.

ცნობისთვის, თეონა ბაკურიძეს გასულ კვირას უფლებამოსილება, მას შემდეგ შეუჩერეს, რაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ტელეწამყვანის გიორგი აბაზაძის დანიშვნა გააპროტესტეს. იმავე დღეს, გიორგი აბაზაძე მაღალი არტერიული წნევის შედეგად აჭარის რადიოს შენობიდან, კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დატოვების შემდეგ კი, გიორგი აბაზაძემ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციაც დაიკავა.

თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. "ადამიანებს ათავისუფლებენ, ფსიქოლოგიურად ძალადობენ, არახელსაყრელ სამუშაო გარემოს ქმნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენლად მამაცი, ყოჩაღი და სამართლიანი გუნდი ემსახურება საზოგადოებას და მაუწყებლის იდეას",- აცხადებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი თეონა დიასამიძე.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში არხის ჟურნალისტები "ქართული ოცნების" კვალს ხედავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არხის ახლად არჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე და მრჩეველთა საბჭოს ნაწილი გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს