,,ევექსი ჰოსპიტლები“ სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების შემთხვევაში მზად არის 4 ჰოსპიტალი გამოყოს

„ევექსი ჰოსპიტლები“ კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების შემთხვევაში მზად არის, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 4 სამედიცინო დაწესებულება გამოყოს, სადაც მხოლოდ დაინფიცირებული და სავარაუდოდ დაინფიცირებული პაციენტებს უმკურნალებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსი ჰოსპიტლებიდან“ აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყნის ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელი „ევექსი ჰოსპიტლები“ იზიარებს პასუხისმგებლობას, რაც კერძო სექტორს შექმნილ ვითარებაში გააჩნია და სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მათივე ცნობით, პირველი ეტაპისთვის 2 ჰოსპიტალი უკვე სრულ მზადყოფნაშია და აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით: ხელოვნური სასუნთქი აპარატებით, სამკურნალო და საკარანტინე სივრცეებით.

„აღნიშნულ ჰოსპიტლებში გამოყოფილი იქნება 67 იზოლირებული პალატა, 28 საკარანტინე სივრცე, პირველი და მესამე დონის 36 ინტენსიური პალატა. საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტლები შეძლებენ, პროექტის ინიცირებიდან 3 დღის ინტერვალში მიიღონ და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ დაინფიცირებულ და სავარაუდოდ დაინფიცირებულ პაციენტებს. ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მატების შემთხვევაში კი კომპანია მზად არის, დამატებით კიდევ 2 ჰოსპიტალი გამოყოს, სადაც ინტენსიური პალატების ჩათვლით საწოლფონდების ჯამური რაოდენობა 120-ია.

„ევექსი ჰოსპიტლების“ კლინიკური გუნდი აწარმოებს მასშტაბურ სამუშაოებს და სრულად იცავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილების ყველა ექიმს უკვე ჩაუტარდა ტრენინგი ვირუსთან ბრძოლის გაიდლაინების მიხედვით.

„ევექსი ჰოსპიტლები“ ქვეყნის ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალური ქსელია. ჩვენ ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას მოქალაქეებისა და ჩვენი პაციენტების წინაშე და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის დაძლევაში სახელმწიფოს მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს