თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, უკვე მესამე დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა