დავით მაღრაძე - პოლიტიკამ, რაც სახე დაგვაკარგინა, იქნებ განსაცდელმა დაგვიბრუნოს

არავის არაფერს მოვუწოდებ, უბრალოდ, ჩემს ემოციებს ვამბობ, პოლიტიკამ, რაც სახე დაგვაკარგინა, იქნებ განსაცდელმა დაგვიბრუნოს, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს თანაგრძნობა, გულისხმიერება და სიყვარული თუ არ დაუპირისპირე, მაშინ, არაფერს აქვს აზრი.

„თქვენი ეთერის საშუალებით მითქვამს, რომ ჩემთვის სამოქალაქო საზოგადოება „ენჯეოების“ კრებული კი არ არის, არამედ სამოქალაქო საზოგადოება ჩემთვის არის ის სახე, ვინც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს, სახეს არ კარგავს და ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას“, - განაცხადა მაღრაძემ.

ამასთან ის გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი“.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. უკვე თითქმის, თანაგრძნობას იწვევს ისეთ მძიმე, საწყალ მდგომარეობაში გამოიყურება. სულიერადაც, ინტელექტუალურადაც, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. კომენტარის გაკეთებაც გამოვა, რომ უკვე ცინიზმში გადავალ, იმდენად მძიმე სულიერ მდგომარეობაშია ადამიანი ჩავარდნილი. ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი, ოპოზიციაში ვიყავი, როცა ის ხელისუფლებაში იყო. მასთან წინააღმდეგობაში ვიყავი, როდესაც ძალიან ორგანიზებული დანაშაულებრივი რეჟიმი მძვინვარებდა. ის არ იყო უნიათოთა ხელისუფლება, ძალიან საფრთხისშემცველი იყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა. როცა ჭირდა ბრძოლა, მაშინ შევეცადეთ, რომ გვებრძოლა, მაგრამ ახლა უკვე იმ განცხადებას, რასაც ვისმენ, მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაშია ექსპრეზიდენტი“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

იხილეთ ვიდეო: "რაც პოლიტიკამ სახე დაგვაკარგვინა, იქნებ განსაცდელმა დაგვიბრუნოს"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა