ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის სერიოზული მზადება,  რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატების შემთხვევაში, ყოველმხრივ მზად იყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნაში ახალი კორონავირუსის ეპიდსაშიშროებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორის სერიოზული მზადება მიმდინარეობს.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი, მზად უნდა იყოს როგორც შესაბამისი მარაგებით, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

„მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის სერიოზული მზადება, შესაბამისი საავადმყოფოების, შესაბამისი პირველადი ჯანდაცვის ქსელის, რომ თუ განვითარდა ეპიდემია და სერიოზულად იმატა ინფიცირებულების რაოდენობამ სამედიცინო ქსელი ამისთვის ყოველმხრივ იყოს მზად, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ისე შესაბამისი მარაგებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა არის დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 314 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 63 ადამიანი გადის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა