ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთი ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან ბათუმში მინსკის გავლით დაბრუნდა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული პირები მედიკოსებმა შეამოწმეს. ასევე მოწმდებიან სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და პორტში მოქალაქეები.
ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 30-ზე მეტი პირია მოთავსებული. თვითიზოლაციაში კი 70 ადამიანი იმყოფება.