„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში დასუფთავების კამპანია დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში დასუფთავების კამპანია დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის დასუფთავების სამსახურის მიერ, მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ზესტაფონის ცენტრალური უბნების მოგვა-მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ 15-კაციანი ბრიგადა სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე მუშაობდა მათ შორის: აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის და ჭანტურიას ქუჩებზე.

„ზესტაფონში ქუჩების დასასუფთავებლად კომპანიამ სპეციალურად გამოყო: ორი მომხვეტი, ორი მომრეცხი და ერთი ფორდის ტიპის ძარიანი ავტომობილი, რომელზეც კერხერის სარეცხი დანადგარია დამონტაჟებული.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსმა გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, ზესტაფონში დასუფთავების აქცია ჭიათურის მსგავსად სამომავლოდ ყოველდღიურად არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეძენილი მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომანქანები ჭიათურაში, ყველა ქუჩაზე ყოველდღიურ რეჟიმში დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე მუშაობენ.

კომპანიის მიერ გასულ წელს შეძენილი 8 ავტომანქანიდან 4 ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, 4 კი - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გადაეცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა