„112“ ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ახალი კორონავირუსის პრევენციულიღონისძიებების ფარგლებში, ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, Camera.mia.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ლიცენზირებული დაწესებულებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ელფოსტის საშუალებით გაუგზავნონ შეესაბამისი დოკუმენტაცია მეილზე - infocamera@mia.gov.ge და დისტანციურად მიიღონ შესაბამისი აქტი.

„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცნობებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს.Camera.mia.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ლიცენზირებული დაწესებულებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ელფოსტის საშუალებით გამოგვიგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია -infocamera@mia.gov.ge; და დისტანციურად მიიღონ შესაბამისი აქტი.

ასევე, 112-ის თბილისისა და რუსთავის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრში შემოსული თითოეული მოქალაქე მოწმდება, თანამშრომლები აღჭურვილები არიან პირბადითა და სპეციალური ხელთათმანით. ქოლ-ცენტრში და ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულია ხელის ანტიბაქტერიული გამწმენდი სითხე“,-ნათქვამია „112“-ის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა