ზურაბ ჭიაბერაშვილი - გადასახადებმა უნდა დაიწიოს და არა გადავადდეს

საჭიროა, ქონების და საშემოსავლო გადასახადების დაწევა და არა გადავადება, როგორც ეს მთავრობამ გამოაცხადა. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ გარკვეული თანხის გადახდა აღარ მოუწევს, სხვაგვარად, ბევრ კომპანიას თანამშრომლების მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, შეღავათები შეეხოს ყველას და არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს.

„კრიზისი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ტურიზმის სექტორი, თუმცა ახლა ყველაზე ნათლად მისი უმძიმესი მდგომარეობა ჩანს. გადასახადების შემცირება გაცილებით დიდ ეფექტს მოგვცემს, ვიდრე უბრალოდ გადავადება. გადასახადების გადავადება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პრობლემა გადავავადეთ. იძლევა მთავრობა იმის გარანტიას, რომ 3-4 თვის შემდეგ უკეთესი ბიზნეს-გარემო იქნება და კომპანიები მომავალი თვეების გადასახადსაც გადაიხდიან და გადავადებულსაც დაფარავენ?” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, ლარის დევალვაციის ფონზე ფასების კიდევ უფრო მატება გარდაუვალი იქნება.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, მთავრობას არაფერი უთქვამს, როგორ აპირებს გაზრდილ ფასებზე და გაზრდილ სიღარიბეზე რეაგირებას.

„საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 17%-მდე უნდა დაიწიოს - ქონების გადასახადი უნდა განახევრდეს - საწვავზე აქციზი 25%-ით უნდა შემცირდეს. ეს მთავრობის მხრიდან ქამრების შემოჭერას მოითხოვს. უნდა შემოიჭირონ! ახლა გამოჩნდება, შეუძლიათ თუ არა ამ კრიზისულ სიტუაციაში მაინც იზრუნონ ხალხზე. ამიტომ ვეუბნებოდით "ქართულ ოცნებას" ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი, ახლა მაინც უნდა გადაალაგონ რადიკალურად სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ ქვეყანამ - დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც - ამ ყველაფერს გაუძლოს”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა