ამირან გამყრელიძე - საფრანგეთიდან გუშინ ჩამოსული ყველა ადამიანი გადაყვანილია ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში

საფრანგეთიდან გუშინ ჩამოსული ყველა ადამიანი გადაყვანილია ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, სად იმყოფება ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან გუშინ ჩამოფრინდა.

გამყრელიძის განცხადებით, ის პერსონალურ ინფორმაციას ვერ გასცემს.

„პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ. მე არ ვიცი. ვიცი, რომ ჩამოფრინდა საფრანგეთი-თბილისის რეისი, თუ არ ვცდები, „აირზენასი”. საფრანგეთიდან ჩამოსული ადამიანები, ყველა ექვემდებარება კარნატინს ან თვითიზოლაციას. მოგეხსენებათ, თუ არის თვითიზოლაციის საშუალება, შემდგომ იღებს ამ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სანიტარულ-საკარანტინო სამსახური. გუშინ საფრანგეთიდან შემოსული ყველა ადამიანი გადაყვანილია ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში”, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა