რუსთავის მერის განცხადებით, რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან  დროებით გაათავისუფლებს

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს.

„მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, გარკვეული დროით, გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან”, - განაცხადა რუსთავის მერმა.

მათი ცნობით, გადაწყვეტილებას, თუ რა პერიოდის განმავლობაში იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლებულები, რუსთავის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს