რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობთ, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების ასფალტირების სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 799 998ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია: 07/03/2020- 04/08/2020წწ.

ცაგერში დასრულების პროცესშია კეჭნარის სკვერის სამუშაოები. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბონდის ხიდი, ბავშვთა გასართობი სივრცე და ატრაქციონი. პროექტის ღირებულება 780 000 ლარია.

ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა- 588 530ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია: 01/04/2020-29/07/2020წწ.

ქვედა ცაგერში ასევე, მიმდინარეობს ახალდასახლების უბნის გზის ასფალტირება. სახელშეკრულებო თანხაა 788 615 ლარი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა