ათენში და მადრიდში მცხოვრებ საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ათენში და მადრიდში მცხოვრებ საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს, როგორც უწყებაში განმარტავენ, ის ამავდროულად ონკოლოგიური პაციენტია. მათივე ცნობით, იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. როგორც უწყებაში განმარტავენ, მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში. „საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და კლინიკასთან“, -აცხადებენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა