ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა და საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდება

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა და საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდება. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი ბიუროს 16 მარტის სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად განისაზღვრება, 9 წევრით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა 2- ის ნაცვლად - 3-ით.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა და აღნიშნული 4 წევრის ნაცვლად, განისაზღვრება 5-ით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 5 წევრს შეადგენს, საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება, კერძოდ, გარკვეული პერიოდი - 2021 წლის 1 იანვარამდე, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილი იქნება შეასრულოს თავისი ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ს შეადგენს.

აღნიშნული კანონპროექტით მოხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეერთების გზით.

გარდა ამისა, კანონპროექტით ფართოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, მათ შორის, ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით და ემატება ახალი საზედამხედველო სუბიექტები.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა