ლევან დავითაშვილი - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არც პანიკის საფუძველი არსებობს და არც სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას ქვეყანა.

„კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვალისწინებს როგორც FAO-ს, ასევე სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პრაქტიკასა და რეკომენდაციებს. მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სურსათის მარაგები არსებობს.

„ძირითად სასურსათო კატეგორიებზე სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგი. ჩვენ გამოვყავით 18 კატეგორიის სურსათი (ბურღულელული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია..), რომელზეც, დღეისათვის, რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს. ქვეყანაში მარაგები არსებობს.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სავაჭრო ობიქტებში არ შევქმნათ დაძაბულობა და მიწოდების პროცესი ხელოვნურად არ გავხადოთ უმართავი, რაც ისევ ჩვენ, მომხმარებელს დაგვაზარალებს.

ქვეყნის შიგნით ყველა წარმოება შეფერხების გარეშე ხორციელდება. არ გვაქვს სირთულეები იმპორტის მიმართულებით. ყველა მომსახურება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად შუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა