ნათია თურნავა - სავაჭრო ქსელში მარაგები საკმარისზე მეტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავაჭრო ქსელებში მარაგები საკმარისზე მეტია.

როგორც თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისად, მოქალაქეების წუხილი, რომ რომელიმე პროდუქტის დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს, უსაფუძვლოა.

„მარაგები სავაჭრო ქსელში არის საკმარისზე მეტი. ძალიან კარგად არის ჩვენი სავაჭრო სისტემა მომზადებული ყველა გამოწვევისთვის. აქედან გამომდინარე, რაიმე საფუძველი ზოგიერთ პროდუქტზე მოხმარების გაზრდის, არ არსებობს. ჩვენ სრულიად ვმართავთ, მათ შორის ლოჯისტიკურად, მომარაგების საკითხს. ჩვენ ჩართული ვართ თითოეული მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში, თითოეული პრობლემა ძალიან სწრაფად მოდის ჩვენამდე და ჩვენ ამას ვაგვარებთ. აქედან გამომდინარე, არანაირი საფრთხე შეუფერხებელი მიწოდების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საქონლის, არ არსებობს. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, ნუ აყვებიან ირაციონალურ შიშებს. კორონავირუსი ესაა გლობალური და ახალი გამოწვევა. რასაკვირველია, ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ ავყვეთ უსაფუძვლო აჟიოტაჟს და წუხილს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა სავაჭრო ქსელში დასაქმებულებს „თავდაუზოგავი შრომისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც დასაქმებულია სავაჭრო ქსელებში - თითოეულ მოლარეს, კონსულტანტს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, რადგან მართლა ძალიან დიდი მისია აკისრიათ მათ.

ჩვენთვის მართლა განსაკუთრებული ზრუნვის საგანია სავაჭრო სექტორი, კომპანიები, რომლებიც ათასობით ადამიანს ასაქმებენ საქართველოში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა