კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამეგრელო -ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფებში რეგიონის მასშტაბით 130 ადამიანი შედის.

„მოხალისეს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა. პირველ ეტაპზე, შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფები საჭირო კონსულტაციებს გაივლიან და სპეციალური ეკიპირებით იქნებიან აღჭურვილნი. აღნიშნული ჯგუფი მუნიციპალიტეტებში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება.

რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ასევე, დაწყებულია მოხალისეთა მეორე ჯგუფის დაკომპლექტება, რომელშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტებში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.

საჭიროების შემთხვევაში, მოხალისეები სხვადასხვა დავალებას შეასრულებენ, მათ შორის სოციალურდ დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას, ბინაზე საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს მიუტანენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა