გიგა ბოკერია - ასეთი კრიზისის დროს ოპონირების მეთოდები განსხვავებული უნდა იყოს

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან, გრძელდება ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აგრესიულად ვესხმით თავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორუფციაში დაადანაშაულა და მისი დაპატიმრება მოითხოვა. გიგა ბოკერია ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ სიცრუეს ცოტა ადამიანი დაიჯერებს.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი მმართველ პარტიას მოუწოდებს, უარი თქვას საზოგადოებაში შუღლისა და აგრესიის დათესვაზე.

„როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ამხელა საფრთხე ემუქრება, ასეთ მომენტში აბსოლუტურად ბუნებრივია საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეთ კონსლიდაციას უკვე ვხედავთ კიდეც. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ასეთ დროს დისკუსია და ოპონირება უნდა შეწყდეს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავადგათ ამ საფრთხის დასაძლევად ან შესამცირებლად. ამავე დროს, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ადამიანსა თუ ჯგუფს უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს.

სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან გრძელდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ნორმალური ვითარებისთვისაც კი შეუფერებელია. ამის მაგალითია ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოს აგრესიულად ვესხმით თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ისეთ ფიგურებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლისას საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ასეთი უტიფარი სიცრუეა თითქოს მე როდესმე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე. შესაძლოა და იმედია, რომ ამ აბსურდულ სიცრუეს ცოტა ადამიანი იჯერებს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას და არა გაერთიანებას.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ახლა მაინც, თუნდაც დროებით, უარი თქვან საზოგადოებაში შუღლისა და აგრესიის დათესვაზე,“ - განაცხადა ბოკერიამ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა