წყალტუბოს სანატორიუმში კარანტინში 98 მოქალაქე რჩება

წყალტუბოში, სანატორიუმში 98 მოქალაქე რჩება. გუშინ სანატორიუმში კიდევ 14 პირი შეიყვანეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, სანატორიუმში საავადმყოფოებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები დაბრუნდნენ და მათ უკვე ჩაუტარდათ შემოწმება, რამაც აჩვენა, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში მყოფი ყველა მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შემოწმება უტარდებათ.

გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ერთი პირი შეიყვანეს. დღეს კი ერთი მოქალაქე, რომელსაც საკარანტინე ვადა ამოეწურა, სახლში დაბრუნდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა