შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე  გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად ერთიანი მომსახურების ცენტრი გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე.

16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება; ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება; ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა; ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა; ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება; გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა; ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა); ცნობების მიღება; მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება.

საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება; გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება; სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება; გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება; სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება; სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება; სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება; რეაგირების ოქმის მიღება; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება; ვიდეო ჩანაწერის მიღება; საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ police.ge -ს. საკონტაქტო ინფორმაცია: 2414242; Police.ge; Patrolinfo@mia.gov.ge“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა