ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფერმის ასაშენებლად 700,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმისგან“ მიღებული გრანტი.

მათივე ინფორმაციით, კოოპერატივს მეურნეობაში დასაქმებული ყავს 6 ადგილობრივი ადამიანი და მის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. ფერმაში ამჟამად 50 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) საქონელია. ფერმაში ყოველღიურად 1 ტონამდე რძეს აწარმოებენ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივის, „ახალგაზრდა ფერმერის“ ფერმა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 28 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და ა.შ.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე