აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს

აჭარაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება,- ეს განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პირის კვლევა ლაბორატორიაში საეჭვო შედეგით დასრულდა, რის გამოც დამატებითი კვლევა ჩატარდება.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კარანტინის ზონაში150 ადამიანია, თვითიზოლაციაში-80.

"ამ ეტაპზე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. რაც შეეხება გუშინ ჩატარებულ კვლევას, ორი იყო მკაცრად უარყოფილი, ხოლო ერთი პასუხი არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეთქვა ეს იყო უარყოფითი ან დადებითი. შესაბამისად, დამატებითი კვლევის ჩატარება საჭირო გახდა ლუგარის ცენტრალურ ლაბორატორიაში, ნიმუში გადაგზავნილია და დღის ბოლოს გვეცოდინება პასუხი ან დადასტურებული, ან უარყოფილი. ამ ეტაპზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 4 შესაძლო შემთხვევა, მათ შორის ორი კარანტინის ზონიდან, ორი თვითდინებით შესული. ოთხივეს ლაბორატორიული კვლევა დილით ჩატარდება. დაახლოებით სამ საათში გვეცოდინება პასუხი. ჩვენ ვთხოვთ, მოსახლეობას რომ წესები მკაცრად დავიცვათ. არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. დაახლოებით 150 პირია კარანტინში, ხოლო თვითიზოლაციაში 80 ადამიანი",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა