გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში მყოფ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან 4 ახალ, საეჭვო შემთხვევაზე კორონავირუსით ინფიცირება არ დადასტურდა.

ამჟამად ჰოსპიტალში 55 პირი რჩება. კარანტინში მყოფთაგან, 51 საქართველოს და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეებს შორის 12 არის სამხედრო მოსამსახურე.

ჰოსპიტლის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებები არ ფიქსირდება და შესაბამისად, დამატებითი ჩარევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პირებიდან, საკარანტინო სივრცე გუშინ 8 პაციენტმა დატოვა, დღეს კი, კიდევ 3 მათგანი დატოვებს ჰოსპიტალს. ამ დრომდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს