საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად მოხალისეთა მობილიზებას აგრძელებს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად აგრძელებს მოხალისეთა მობილიზებას ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის შესამცირებლად, მოსახლეობის ინფორმირებისათვის და პრევენციული ზომების გასატარებლად. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოხალისეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობაში:

"მოსახლეობის ინფორმირება პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით; თვითიზოლაციაში მყოფი, ასევე სოციალურად დაუცველი და ქრონიკული დაავადებების მქონე მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის პროდუქტების, ჰიგიენური ამანათების და მედიკამენტების მიტანა, ცხელი ხაზი; დაგვიკავშირდით ☎️ 2 96 10 92; 595 50 80 71; 599 00 98 60; ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. მსურველები შემოგვიერთდით, ერთად შევაჩეროთ COVID-19",-ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა