რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა და მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 38 მოქალაქე იმყოფება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აღენიშნება.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 მოქალაქეა დაკვირვების ქვეშ. მთელი შაბათის განმავლობაში იყო მოძრაობა , მოქალაქეების ნაწილი გავუშვით ბინაზე, დაუმთავრდათ იზოლაციის ვადა, ვისაც კარანტინის 14 დღიანი ვადა ამოეწურა, ისინი წავიდნენ ბინაზე და მათ ნაცვლად მოიყვანეს სხვა პაციენტები. გუშინ იყო 29, გუშინ წავიდა დაახლოებით 10-მდე პაციენტი თუ 11. მათ ნაცვლად დღის და ღამის განმავლობაში მივიღეთ ადამიანები, რომლებმაც გადმოკვეთეს გუშინ საზღვარი“,-განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, პაციენტები, რომლებსაც ცხელება აღენიშნებათ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარტო 4 პაციენტს აქვს ცხელება, ასე ვთქვათ, მეტ-ნაკლები ცხელება და ისინი ახლა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან. ერთ-ერთ მათგანს კვლევაც ჩაუტარდა რენდგენოლოგიური რომ არაფერი გამოგვეპაროს, დანარჩენებს დაბალი ცხელება აქვთ სადღაც 37-37.5-ის ფარგლებში ტრადიციულად, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ პაციენტების ჯერ არც თვითიზოლაციაში გაშვება და ბინაზე გაწერა არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზოგს ძალიან მალე გაუვა უკვე ვადა ამ ორკვირიანი კარანტინის“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო:რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 38 მოქალაქე იმყოფება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა