გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის წინამძღვრობით გორის ქუჩები აკურთხეს

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა.

მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, ზიარების არსი დეტალურად განმარტა, ასევე, მრევლს კურთხევა მისცა, ინფიცირებულებისთვის ილოცონ.

პარალელურად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკჯგუფში არიან, ახალგაზრდა სტიქაროსნებს ცხელი ხაზის შექმნის კურთხევა მისცა, რის საშუალებითაც, მოხუც ან ავადმყოფ მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას გაუწევენ.

ქადაგების დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტის წინამძღვრობით, სასულიერო პირებმა ქალაქი აკურთხეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა