ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა. მიზეზი კორონავირუსისგან არსებული საფრთხე და პრევენცია გახდა.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს, რადგან მოსახლეობა პროდუქტისა და მედიკამენტებისთვის პერევში გადმოდიოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაადასტურეს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები, მათ შორის გადასასვლელების დახურვა, მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და არღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ე.წ. საზღვრის გახსნის დრო არაა დაზუსტებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა