„ლელო საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სტრატეგია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად, რაც დაავადების პრევენციის, მართვისა და აღმოფხვრისთვის არის საჭირო

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად, რაც საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გასატარებლად ზემოაღნიშნულ რეგიონებში დაავადების როგორც პრევენციის და დიაგნოსტირების, ასევე მართვისა და აღმოფხვრისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„საქართველოს სუვერენიტეტი ფსოუმდე და როკის გვირაბამდე ვრცელდება და მიუხედავად რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციისა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.

მომატებული რისკის მატარებელია ის რეგიონები, სადაც ჯანდაცვის სისტემები გამართულად ვერ მუშაობენ. მითუმეტეს, ჩვენთვის ცნობილია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლებები მსოფლიო საფრთხეს მომზადებულები ვერ ხვდებიან: არ არის სადეზინფექციო საშუალებები, სადიაგნოსტიკო ტესტები, სუნთქვის აპარატები, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, გამართული სტაციონარი. ზემოაღნიშნულ რეგიონებში კარანტინში გადაყვანილი ადამიანები არიან მხოლოდ იზოლაციაში, ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ოკუპაციურ რეჟიმებს დროებითი შეზღუდვები არ დაუწესებიათ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ყველაზე მეტადაა საშიში დაავადების გავრცელების მხრივ.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მზადყოფნას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნებისმიერი ფორმით მხარდასაჭერად და ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

1) შეიმუშაოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად.

2) მაქსიმალურად გაკონტროლდეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და ყველა პირის მიმართ განხორცილდეს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობით;

3) გაუწიოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დახმარება, როგორც საინფორმაციო გაიდლაინებით და სამედიცინო ინვენტარით (მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო ტესტებით, სუნთქვის აპარატებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით...), კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისებით, როგორც ტერიტორიის შიგნით (საჭიროების შემთხვევაში), ასევე საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს; წინასწარ გამოთავისუფლდეს ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს სტაციონარის ის ადგილები, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება რისკ-ჯგუფების განთავსება და სამედიცინო ღონისძიებების გატარება“,-ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა